დიდი სლემის 23-გზის გამარჯვებულმა სერენა ვილიამსმა ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიალზე მონაწილეობა მიიღო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფილმი „ვარსკვლავი დაიბადა“ წარადგინა, რომელშიც მთავარ როლში ბრედლი კუპერი და ლედი გაგა თამაშობენ.
ფილმმა ნომინაციაში – საუკეთესო ორიგინალური სიმღერა გაიმარჯვა. დაჯილდოვების ცერემონია ჰოლივუდში 24 თებერვალს გაიმართა.