მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა მეორე ქალიშვილი გააჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ყოფილი ჩოგბურთელის ქმარმა, ალექსის ოგანიანმა. გოგონას ადირა რივერი დაარქვეს.
უილიამსი და ოგანიანი 2017 წლის ნოემბერში დაქორწინდნენ. ქორწილამდე ორი თვით ადრე წყვილს ქალიშვილი ოლიმპია შეეძინა.
41 წლის უილიამსი რეკორდსმენია „დიდი სლემის“ ტურნირებზე მოგებული მატჩების რაოდენობით.