უიმბლდონის ქალთა ტურნირზე WTA-ის რეიტინგის ლიდერებმა განთესვის ის ნომრები მიიღეს, რომელიც კლასიფიკაციაში მათ მიერ დაკავებულ ადგილებს ემთხვევა.
ტურნირის პირველი ნომერი იქნება რუმინელი სიმონა ჰალეპი. TOP8-ში ასევე შედიან: კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), გარბინ მუგურუსა (ესპანეთი), სლოან სტივენსი (აშშ), ელინა სვიტოლინა (უკრაინა), კაროლინ გარსია (საფრანგეთი), კარლინა პლიშკოვა (ჩეხეთი), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი).
ცნობილია, რომ უიმბლდონი “დიდი სლემის” ტურნირებს შორის ერთადერთია, სადაც განთესვა ხდება არა მხოლოდ WTA-ის რეიტინგის, არამედ ბალახის კორტებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ამიტომაც მოხვდა 32 განთესილს შორის ამერიკელი სერენა უილიამსი, რომელმაც თითქმის მთლიანად გამოტოვა 2017 წლის სეზონი და კარიერა მხოლოდ 2018 წლის მარტში განაახლა.
ამერიკელ ლეგენდას უიმბლდონზე განთესვის 25-ე ნომერი ექნება.