მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი 2018 წელს რვა ტურნირში აპირებს მონაწილეობის მიღებას და დაგეგმილი აქვს წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე მოხვედრა, რაც რიგით მეცხრე ტურნირი იქნება, ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსს” ამერიკელი ჩოგბურთელის მწვრთნელმა პატრიკ მურატოგლუმ განუცხადა.
სერენა უილიამსი წელს ინდიან უელსში, მაიამიში, მადრიდში, რომში, როლან გაროსზე, უიმბლდონზე, ცინცინატისა და აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზებს.
სერენა კორტზე ოფიციალურად გასულ კვირას დაბრუნდა, როცა ჰოლანდიასთან ფედერაციის თასზე ითამაშა – იქ მან ვინუს უილიამსთან ერთად წყვილების შეხვედრა წააგო.