სერენა უილიამსი - ჩემი ქალიშვილი შავკანიანი ქალი იქნება და ძალიან გაუჭირდება
„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა აღიარა, რომ წუხს საკუთარი ქალიშვილის ოლიმპიას მომავლის გამო.
„მე ვფიქრობ უთანასწორობაზე, სქესზე. ის შავკანიანი ქალი გახდება, მძიმე ცხოვრება ელოდება. მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაფერი არც ისე ცუდად იქნება. დედაჩემისგან განსხვავებით, ძალიან არ გამჭირვებია. იმედია, ჩემს ქალიშვილს კიდევ უფრო გაუადვილდება ცხოვრება. მას ბევრი გამოცდა ელოდება წინ და მე მინდა, რომ მაქსიმალურად მოვამზადო”, – განაცხადა სერენამ Tennis World USA-სთან კომენტარში.
უილიამსი დღეისთვის WTA-ის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.