სერბეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

სერბეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. კენჭისყრა დილის 07:00 საათზე დაიწყო. არჩევნებში სულ 21 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარტიები საკანონმდებლო ორგანოში არებული 250 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. მანდატის მისაღებად აუცილებელია სამ პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, სერბეთის პრეზიდენტი სრულად აკონტროლებს მედიასივრცეს და შესაბამისად არჩევნები სამართლიან შედეგს ვერ მოიტანს.

აღსანიშნავია, რომ დღესვე პარალელურ რეჟიმში, სერბეთის მოქალაქეები მუნიციპალიტეტების მეთაურებსა და საკრებულოების წევრებსაც აირჩევენ.

8 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი მუშაობას ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაასრულებს.

საპარლამენტო არჩევნები სერბეთში 26 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, კენჭისყრა 21 ივნისამდე გადაიდო.

სერბეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.