სერბეთისა და მონტენეგროს მცხოვრებლებს მოსალოდნელი სიცხის გამო მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საღამომდე სახლში დარჩენას ურჩევენ
სერბეთისა და მონტენეგროს მცხოვრებლებს მოსალოდნელი სიცხის გამო მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საღამომდე სახლში დარჩენას ურჩევენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სინოპტიკისები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაიზრდება. ჯანდაცვის სამინისტრომ და მეტეოროლოგიურმა სამსახურმა წითელი განგაშის დონე გამოაცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის აქტიურ მონაკვეთში ქუჩაში ყოფნა საფრთხის შემცველია.
ბელგრადის სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში 100-ზე მეტ გამოძახება ფიქსირდება, ძირითადად კი სამედიცინო დახმარება გულის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სჭირდებათ.