სერბეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი ე.წ. კორეული სცენარით დასრულდება
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომი ე.წ. კორეული სცენარით დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ვუჩიჩის თქმით, საბოლოოდ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, მაგრამ ახლა „ბრძოლა ყოველი სოფლისთვის მიმდინარეობს“.
„კორეული სცენარი“ იქნება მიღწეული და გადაწყვეტილება არ იქნება 10, 20 ან 30 წლის განმავლობაში, ეს იქნება უკრაინაში კონფლიქტის ფუნდამენტური გადაწყვეტა“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხი აშშ-ის მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს და აშშ საბოლოოდ საკუთარ ინტერესებზე იფიქრებს.
„აშშ-ში დიდი კვლევები ჩაატარეს და მათთვის უკრაინის საკითხი მხოლოდ მეცხრე ადგილზეა. ამერიკა ხისტად განაგრძობს ბრძოლას რუსეთთან უკრაინაში, მაგრამ ის ასევე იზრუნებს საკუთარ ინტერესებზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის არმიის შესაძლებლობების არასათანადო შეფასება სისულელის ტოლფასია“, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკის, „რომელზეც სანქციებისა და ომის შედეგები არ აისახა“.