სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისგან კონკრეტულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რუსეთისგან კონკრეტულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება. ამის შესახებ მოსკოვში ჩასულმა ვუჩიჩმა სერბულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ პუტინისგან მივიღებთ ისეთ მხარდაჭერას, როგორსაც რუსეთი ყოველთვის გვიწევდა წარსულში. დღეს განსხვავებული გარემოებები და შესაძლებლობებია. უფრო მეტი დაძაბულობაა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბოლო წლებში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
ალექსანდრ ვუჩიჩი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს დღეს გამართავს.
გასული კვირის ბოლოს სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი „გაზივოდის“ წყალსაცავთან ჩავიდა აღნიშნული წყალსაცავი ოფიციალური ბელგრადის კონტროლს ექვემდებარება.