სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა.
„ჩემთვის პატივი იყო, რომ გიცნობიდით. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს მიდიან“, – წერს სერბეთის პრეზიდენტი.
სერბეთის პატრიარქი ირინეოსი 90 წლის იყო. მას „კოვიდ-19“ 4 ნოემბერს დაუდასტურდა.