სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მედიკამენტები გაიაფდება
ჯანდაცვის სამინისტრო სექტემბრიდან პენსიონერებისთვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირებას მოახდენს და ისინი კიდევ უფრო გაიაფდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„პირველი სექტემბრიდან ჩვენ შეგვეძლება, რომ პენსიონერებისთვის გავაფართოოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრეპარატების გაიაფდება. შემდეგი ნაბიჯი ამ წლის განმავლობაში იქნება სხვა ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გაიაფება – რასაც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე ვაფინანსებდით, გავრცელდება პენსიონერებზეც“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება სხვა მედიკამენტების ფასების განახევრებაც.
„პენსიონერები მედიკამენტებში თვეში საშუალოდ 50-60 ლარს ხარჯავენ. ჩვენ მინიმუმ, გავანახევრებთ ამ ფინანსურ ტვირთს, რათა 20-30 ლარზე ნაკლები არ გადაიხადონ. საუბარია ზუსტად იგივე წამლების გაიაფებაზე, რასაც პენსიონერები ისედაც ყიდულობენ, ანუ გარანტირებული ხარისხის საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაზე. მედიკამენტი ზუსტად იგივე იქნება, რასაც აქამდე ყიდულობდნენ, უბრალოდ ნაკლებს გადაიხდიან“, – განაცხადა სერგეენკომ.