ბოსტონში გაიმართა ჰოკეის ეროვნული ლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი და პირველად გავიდა წინ სეზონის მთავარ დაპირისპირებაში „სენტ ლუისი“ – 3:2. შეხვედრა „ტი-დი გარდენში“ სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.
გამარჯვებულთა რიგებში გოლები გაიტანეს რაიან ო’რაილიმ და დევიდ პერონმა. მასპინძელთაგან ეს ორი შაიბა მესამე პერიოდის მე-13 წუთზე ჯეიკ დებრასკმა გაქვითა, მაგრამ დარჩენილ შვიდ წუთში ბოსტონელებმა ანგარიშით გათანაბრება ვერ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ ზუსტი დარტყმების რაოდენობით „ბოსტონმა“ აშკარად აჯობა მეტოქეს – 39 21-ის წინააღმდეგ, მაგრამ „ბლუზის“ მეკარე ჯორდან ბინინგტონმა 38 დარტყმის მოგერიება შეძლო და მატჩის მთავარი გმირი გახდა.
ფინალური სერიის მეექვსე მატჩი სენტ ლუისში, 10 ივნისს, თბილისის დროით დილის 4:00 საათზე გაიმართება.
„ბოსტონი“ 1:2 „სტ. ლუისი“
0:0, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 ო’რაილი-6 (სენფორდი-3, პიეტრანჯელო-14), 0:2 პერონი-7 (ო’რაილი-14, ბოზაკი-8), 1:2 დებრასკი-4 (კრუგი-15).
სერია: 2-3