„სენტ ლუისი“ ფინალურ სერიაში პირველად დაწინაურდა
„სენტ ლუისი“ ფინალურ სერიაში პირველად დაწინაურდა

ბოსტონში გაიმართა ჰოკეის ეროვნული ლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი და პირველად გავიდა წინ სეზონის მთავარ დაპირისპირებაში „სენტ ლუისი“ – 3:2. შეხვედრა „ტი-დი გარდენში“ სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

გამარჯვებულთა რიგებში გოლები გაიტანეს რაიან ო’რაილიმ და დევიდ პერონმა. მასპინძელთაგან ეს ორი შაიბა მესამე პერიოდის მე-13 წუთზე ჯეიკ დებრასკმა გაქვითა, მაგრამ დარჩენილ შვიდ წუთში ბოსტონელებმა ანგარიშით გათანაბრება ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტი დარტყმების რაოდენობით „ბოსტონმა“ აშკარად აჯობა მეტოქეს – 39 21-ის წინააღმდეგ, მაგრამ „ბლუზის“ მეკარე ჯორდან ბინინგტონმა 38 დარტყმის მოგერიება შეძლო და მატჩის მთავარი გმირი გახდა.

ფინალური სერიის მეექვსე მატჩი სენტ ლუისში,​ 10 ივნისს, თბილისის დროით დილის 4:00 საათზე გაიმართება.

„ბოსტონი“ 1:2 „სტ. ლუისი“

0:0, 0:1, 1:1

გოლები: 0:1 ო’რაილი-6 (სენფორდი-3, პიეტრანჯელო-14), 0:2 პერონი-7 (ო’რაილი-14, ბოზაკი-8), 1:2 დებრასკი-4 (კრუგი-15).

სერია: 2-3