სენატორი ლინდსი გრემი - აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყისა და სირიის შემთხვევებში მოხდა
სენატორი ლინდსი გრემი - აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყისა და სირიის შემთხვევებში მოხდა

აშშ დაბრუნდება ავღანეთში, როგორც ეს ერაყისა და სირიის შემთხვევებში მოხდა, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა, ბიბისისთან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი სენატორის თქმით, ავღანეთში ჯარისკაცების დაბრუნების საფუძველი ტერორიზმის გაზრდილი საფრთხე იქნება.

ლინდსი გრემის თქმით, ერაყში ამჟამად ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ძლიერდება და თავს ესხმის ამერიკის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეებს.

ამერიკელი სენატორი ინტერვიუში ამბობს, რომ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფო“ გაძლიერდება და შიდა ბრძოლის შედეგად მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანა დაიშლება, რაც დასავლურ ინტერესებზე თავდასხმისთვის კარგ საფუძველს შექმნის.