სენატორი კრის ვან ჰოლენი - ღაზაში რაც ხდება, ომის დანაშაულია, ბაიდენმა უნდა მოსთხოვოს ნეთანიაჰუს, დაუშვას მეტი დახმარება ღაზაში, ვიდრე ეს არ მოხდება, უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი დახმარება ისრაელისთვის
სენატორი კრის ვან ჰოლენი - ღაზაში რაც ხდება, ომის დანაშაულია, ბაიდენმა უნდა მოსთხოვოს ნეთანიაჰუს, დაუშვას მეტი დახმარება ღაზაში, ვიდრე ეს არ მოხდება, უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი დახმარება ისრაელისთვის

ამერიკელი სენატორი ისრაელს ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის დროს ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

დემოკრატი სენატორი, კრის ვან ჰოლენი აცხადებს, რომ ღაზაში ბავშვები ახლა კვდებიან საკვების მიზანმიმართული შეზღუდვის გამო.

„ეს არის ომის დანაშაული. ეს არის სამხედრო დანაშაულის სახელმძღვანელო და ეს მათ, ვინც ამას აწყობს, ომის დამნაშავეებად აქცევს. ახლა ისმის კითხვა, რას გააკეთებს შეერთებული შტატები? რას გააკეთებს პრეზიდენტი ბაიდენი? პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მიიღოს ზომები იმის საპასუხოდ, რაც ხდება. პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა მოსთხოვოს ნეთანიაჰუს მთავრობას, დაუშვას მეტი დახმარება ღაზაში და ვიდრე ეს არ მოხდება, ბაიდენმა უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი დახმარება ისრაელისთვის“, – განაცხადა სენატორმა, კრის ვან ჰოლენმა.