სენატორი დიკ დურბინი - საქართველომ კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა ქვეყნის მომავლის განსაზღვრის დიდი პერსპექტივა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული
საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოსა და რუმინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, დიკ დურბინის განცხადებაშია ნათქვამი.
„საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატო-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, – განაცხადა სენატორმა დურბინმა.