სენატორი დიკ დურბინი – საქართველომ კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა ქვეყნის მომავლის განსაზღვრის დიდი პერსპექტივა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული

15:36, 19.02.2023

საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე, – ამის შესახებ საქართველოსა და რუმინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორის, დიკ დურბინის განცხადებაშია ნათქვამი.

„საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც, იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში. რუმინეთმაც ახლოდან დაინახა პუტინის სამხედრო დანაშაულების შედეგები მეზობელ უკრაინაში და სიმტკიცე გამოავლინა, როგორც ნატო-სა და ევროკავშირის მნიშვნელოვანმა  წევრმა. მოუთმენლად ველი ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის განხილვას და ნატო-ს ჯარებში ვიზიტს იქ ყოფნისას“, – განაცხადა სენატორმა დურბინმა.

მსგავსი