სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სუპერმარკეტი „მაგნიტი“ დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიიდან თანხა წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.