ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, მაღაზიაში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეაფასა
ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, მაღაზიაში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში, მაღაზიაში მომხდარი აფეთქება ტერაქტად შეაფასა. ამის შესახებ პუტინმა სირიის ოპერაციაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

სანქტ-პეტერბურგში მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სულ ინციდენტის დროს 13 ადამიანი დაშავდა.

27 დეკემბრის საღამოს, სანქტ-პეტერბურგიში ერთ-ერთ მაღაზიის შემნახველ საკანში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო.