სენსაცია კრისტალბეთლიგაში - „დინამომ“ აუტსაიდერთან ოქროს ქულები დაკარგა
სენსაცია კრისტალბეთლიგაში - „დინამომ“ აუტსაიდერთან ოქროს ქულები დაკარგა
„დინამო არენაზე“ გამართულ კრისტალბეთლიგის 29-ე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ბოლნისის „სიონი“ თბილისის „დინამოს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე ქულა წაართვა.
 
ამ მატჩის და ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ლევან მჭედლიძეს უკავშირდებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დებიუტი ვერ ვიხილეთ – ლევან განაცხადშიც არ იყო.
ანგარიში 32-ე წუთზე „დინამომ“ გახსნა – ბოლნისელთა კარი გიორგი კუხიანიძემ აიღო. თბილისელები დამაჯერებლად თამაშობდნენ და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მორიგ სამ ქულას მოიპოვებდნენ.
მაგრამ მატჩი მოულოდნელი სცენარით განვითარდა. 90+1-ე წუთზე, ლაინსმენთან კამათისთვის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ ქავთარაძე გააძევეს, „სიონმა“ ზუსტად ერთ წუთში რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა: საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი თავით კარში „დინამოს“ ექს-კაპიტანმა ლევან ხმალაძემ გადაგზავნა და ბოლნისელებს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა – 1:1.
29 ტურის შემდეგ თბილისის „დინამომ“ 58 ქულა დააგროვა და კონკურენტს, ბათუმის „დინამოს“ ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა. რაც შეეხება „სიონს“, გუნდმა 31 ქულა დააგროვა და მერვეადგილოსან „დილას“ გაუთანაბრდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დარჩენილი სამი მატჩი კვირას, 29 სექტემბერს გაიმართება:
ტორპედო – დინამო ბთ
16:00. 26 მაისი – წყალტუბო
ვიტ ჯორჯია – რუსთავი
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
დილა – ჩიხურა
20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი