თელავში, საჩხერესა და მუხიანში გაზის ტარიფი გაიზარდა
თელავში, საჩხერესა და მუხიანში გაზის ტარიფი გაიზარდა

სემეკ-მა დღევანდელ საჯარო სხდომაზე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ზღვრული ტარიფები დადგინდა.

კომისიის ცნობით, ახალი ტარიფები იმოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სემეკ-ის ცნობით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 53.023 თეთრი იქნება. კომპანიის განაწილების არეალია თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები.

საჩხერეგაზის“ ტარიფი განისაზღვრა 51.447 თეთრით. კომპანიის განაწილების არეალია საჩხერე და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლები.

ენერგოკავშირის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი განისაზღვრა 49.526 თეთრით. „ენერგოკავშირის“ განაწილების არეალს წარმოადგენს თბილისი, მუხიანის დასახლება.