სემეკმა მომხმარებლებს 33 ათას ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა
სემეკმა მომხმარებლებს 33 ათას ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა

სემეკმა მომხმარებლებს 33 ათას ლარზე მეტი დავალიანება ჩამოაწერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართული საჯარო სხდომის შემდეგ მიიღეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ​ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 154 შუამდგომლობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

„განიხილებოდა სს „თელასის“, შპს“სოკარ ჯორჯია გაზის“, შპს “რუსთავის წყლის” შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა“ და შპს „ბათუმის წყლის“ ხანდაზმული და უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების ჩამოწერის და კორექტირების შესახებ საკითხები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობების საფუძველზე, მომხმარებლებს ჩამოეწერათ თანხა 33 123.11 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია სემეკ-ის ინფორმაციაში.