სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს
სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს დაადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს, მორიგ საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებზე იმსჯელებს.
დადგინდება ჰიდროელექტროსადგურების – „ჟინვალჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „რიონჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“, „შაორჰესის“, „ვარდნილჰესების კასკადის“, „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები.

გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე.
ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ენერგოტრანსისთვის“, სს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენაზე, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ – ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენაზე.

ყველა ეს კომპონენტი გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე, რომლის დამტკიცებას სემეკი 25 დეკემბერს გეგმავს.