საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს.
როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.
გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე რეფორმის შესახებ ბაზრის არსებულმა და მომავალმა მონაწილეებმა პირველ რიგში ინფორმაცია მიიღონსემეკისგან, ელექტროენერგიისა და სისტემის ოპერატორებისგან (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა).
უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, სემეკი მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.
ინფორმაციისთვის: აღნიშნულიარ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს.
კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას“, ნათქვამია განცხადებაში.