სემეკ-ი „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე 27 დეკემბერს იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ-ი) 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე იმსჯელებს.
სემეკ-ის მიერ ტარიფები დადგინდება 3-წლიან რეგულირების პერიოდზე.
ამავე სხდომაზე დადგინდება „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისთვის. გარდა ამისა, განისაზღვრება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობები.
საჯარო სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.