სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადა 150 დღის ნაცვლად, 180 დღე იქნება
სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადა 150 დღის ნაცვლად, 180 დღე იქნება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადები იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებებით, ტარიფის ამოქმედების ვადა 150 დღის ნაცვლად, 180 დღით განისაზღვრება.

„კომისიის მიერ ტარიფი სატარიფო განაცხადის შეტანიდან 180 დღის განმავლობაში მტკიცდება, თუ იგი სატარიფო განაცხადის მიმართ კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა.