სემეკ-მა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა
სემეკ-მა თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სემეკ-მა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

„სემეკ-ი თანადგომას უცხადებს დაზარალებულებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია გამოთქვამს მზადყოფნას, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ მოსახლეობას, თურქეთის კოლეგა უწყების თანამშრომლებს აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.