საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარუგულერებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 29 373 ლარი შეადგინა.
სემეკ-ის ინფორმაციით, სხდომაზე განხილული საკითხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და მრიცხველის საფასურს შეეხებოდა.
სემეკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში კომისიას ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს მიმართონ.