სემეკ-მა ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.
როგორც სემეკ-ში აცხადებენ, მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.
კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 85 756 ლარი შეადგინა.
საჯარო სხდომაზე განსახილველად საკითხები წარმოადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.