სემეკ-ი დღეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ჰიდროელექტორსადგურების – „ჟინვალჰესის“, „რიონჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“ და „შაორჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დადგინდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.
სემეკ-ში საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.