სემეკ-ი დღეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს
სემეკ-ი დღეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ჰიდროელექტორსადგურების – „ჟინვალჰესის“, „რიონჰესის“, „ლაჯანურჰესის“, „ძევრულჰესის“, „გუმათჰესების კასკადის“ და „შაორჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დადგინდება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

სემეკ-ში საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი