სემეკ-ი დენის სამომხმარებლო ტარიფს ყოველწლიურად აღარ გადახედავს
სემეკ-ი დენის სამომხმარებლო ტარიფს ყოველწლიურად აღარ გადახედავს

ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, სემეკ-ი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს ყოველწლიურად აღარ გადაითვლის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფი, რომელსაც კომისია თვის ბოლოს დაადგენს, სამი წელი იმოქმედებს. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს.

„ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ წლის ბოლოსთვის დავადგენთ, ძალაში იქნება 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე. ანუ, კომისია ყოველწლიურ რეჟიმში აღარ განახორციელებს ტარიფების გადათვლას.

დადგენილ სამწლიან ტარიფებს ერთადერთ შემთხვევაში მივუბრუნდებით, თუ მოხდა იმ მოცულობების არსებითი ცვლილება, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით ტარიფების დადგენისას“, – განაცხადა მილორავამ.