Scandinavian Airlines-ის თვითმფრინავმა, ბორტზე თაგვის აღმოჩენის გამო კოპენჰაგენში საავარიო დაშვება განახორციელა
Scandinavian Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც ოსლოდან მალაგაში ასრულებდა რეისს, ბორტზე თაგვის აღმოჩენის გამო კოპენჰაგენში საავარიო დაშვება განახორციელა.
მედიის ინფორმაციით, ფრენის დროს ბორტზე აღმოაჩინეს თაგვი, რის გამოც თვითმფრინავი კოპენჰაგენში დაეშვა.
როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, თაგვი ერთ-ერთი მგზავრის საკვებში აღმოჩნდა.
როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, მგზავრები მალაგაში სხვა რეისით გადაიყვანეს.
„ჩვენ გვაქვს ასეთი ვითარებისთვის დადგენილი პროცედურები, რომლებიც ასევე მოიცავს ჩვენი მომწოდებლების შემოწმებას, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.