საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში (13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით)
საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს (13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით).
საზოგადოებრივი მაუწყებელი 13 აგვისტოდან 30 ოქტომბრის ჩათვლით აწარმოებდა 2021 წლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.
მონიტორინგი ეხებოდა პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო გადაცემებს. მონიტორინგის მიზანი იყო მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლა.
ანგარიშში წარმოდგენილია:
· გაშუქებული საარჩევნო თემების რაოდენობრივი მონაცემები;
· საარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, ქრონომეტრაჟის და ტონის მიხედვით;
· არასაარჩევნო სუბიექტებისთვის დათმობილი დრო;
· სუბიექტების გაშუქება სქესის მიხედვით;
· საარჩევნო სუბიექტების მიერ ათვისებული უფასო სარეკლამო დრო.
მონიტორინგი მიმდინარეობდა სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით, ხოლო გაშუქებული ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა პლატფორმისა და გადაცემის სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.
მონიტორინგის პროგრამა საშუალებას იძლევა, ნებისმიერ დროს გადამოწმდეს ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემები.