საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრი ბელა ოსიპოვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას და მის როლს ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობის პროცესში.
ისრაელის ელჩი რან გიდორი და საბჭოს წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ტექნიკურ და ინსტიტუციურ საკითხებს მოიცავს.