საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე კონკურსის - „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“ გამარჯვებულია
რუსთაველის თეატრში, გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში გამოვლინდა ექვს ნომინაციაში 12 გამარჯვებული.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე კონკურსის – „მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში“ გამარჯვებულია. შალვა სუმბაძეს ჯილდო კორპორაციული მდგრადობის თემაზე „კვირის მოამბეში“ მომზადებული საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის გადაეცა.
კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდა.