საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გარდაიცვალა
26 წლის ასაკში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გულის შეტევით გარდაიცვალა.
ის მაუწყებელში ბოლო ერთი წელი „დილის ტალღაში“ მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.
თანამშრომლის გარდაცვალების გამო, დღეს ეთერში არ გავიდა გადაცემა „დილის ტალღა“.
პირველი არხის თანამშრომლები ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.