საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს მოიცავს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
პრეზენტაციაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმართავს. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე წარდგებიან.