საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში, დღეს 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი [ფოტო]
მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა.
„დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონიათ დაწერილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი, ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.
„ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს და ვუსურვებთ ოჯახების სიწმინდესა და სიმტკიცეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.