საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში, დღეს 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი [ფოტო]
საყოველთაო ჯვრისწერის ფარგლებში, დღეს 500-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა ჯვარი [ფოტო]

მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა.

„დღეს ჯვრისწერის საიდუმლო 500-ზე მეტი წყვილისთვის შესრულდა, რომელთაც ოჯახი შექმნილი ჰქონდათ, მაგრამ ჯვარი არ ჰქონიათ დაწერილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში კი, ჯვარი 120-ზე მეტმა წყვილმა დაიწერა, რაც სამ ეტაპად განხორციელდა.

„ვულოცავთ მათ ამ გამორჩეულ დღეს და  ვუსურვებთ ოჯახების სიწმინდესა და სიმტკიცეს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.