საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონის „რომამ“ მიიღო
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონის „რომამ“ მიიღო.
ალფონსო კუარონის თქმით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგანაც ფილმი ეფუძნება მის ბიოგრაფიასა და ბავშვობის მოგონებებს, რომელიც 60-70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობს. დიდი გამბედაობაა საჭირო, საკუთარი ბიოგრაფია სააშკარაოზე გამოიტანო და ამავდროულად, გმირების ფსიქოპორტრეტები განავითარო იმ დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, რომელიც 70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობდა.
მართალია, ფილმის განმავლობაში პოლიტიკურ ფონს ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ კუარონი მაინც ახერხებს გარკვეული, პირდაპირი აქცენტების დასმას.