საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონის „რომამ“ მიიღო

06:13, 25.02.2019

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონის „რომამ“ მიიღო.

ალფონსო კუარონის თქმით, ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგანაც ფილმი ეფუძნება მის ბიოგრაფიასა და ბავშვობის მოგონებებს, რომელიც 60-70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობს. დიდი გამბედაობაა საჭირო, საკუთარი ბიოგრაფია სააშკარაოზე გამოიტანო და ამავდროულად, გმირების ფსიქოპორტრეტები განავითარო იმ დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, რომელიც 70-იანი წლების მეხიკოში მიმდინარეობდა.

მართალია, ფილმის განმავლობაში პოლიტიკურ ფონს ბევრად ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ კუარონი მაინც ახერხებს გარკვეული, პირდაპირი აქცენტების დასმას.

მსგავსი