საუდის არაბეთმა ისრაელისგან სარაკეტო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ შეიძინა. ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Al-Khaleej-ი ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის შეთანხმება აშშ-ის შუამდგომლობით იქნა მიღწეული. შეთანხმება ასევე მოიცავს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.
თელ-ავივში ბაზირებული შვეიცარიული გამოცემა Basler Zeitung წერს, რომ ისრაელისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობა ირანის რეგიონული ამბიციების შეკავებას ისახავს მიზნად. იემენის შიიტი ჰუსიტები, რომლებსაც ირანის მოკავშირეობაში ადანაშაულებენ, ბალისტიკურ რაკეტებს საუდის არაბეთის მიმართულებით უშვებენ.
იემენის ომში საუდის არაბეთი ჰუსიტების წინააღმდეგ არაბულ კოალიციას ხელმძღვანელობს.