საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი არასაკმარისია, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაისალ ბინ ფარჰანსი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ზავი არასაკმარისია და საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ამის შესახებ მან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გაერო-ში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ზავი საკმარისი არ არის, საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. საჭიროა მშვიდობა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც საშუალებას მისცემს პალესტინელებსა და ისრაელელებს, იცხოვრონ ერთმანეთს გვერდიგვერდ ორ სახელმწიფოში. სხვა ყველაფერი გამოიწვევს კრიზისს რეგიონში“, – თქვა ფაისალ ბინ ფარჰანსმა.
როგორც საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, პალესტინელებს არ სურთ საკუთარი მიწის დატოვება და ისინი არ აპირებენ, რომ დააძალონ მათ ამის გაკეთება.
„ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, რომლებსაც ეს დღის წესრიგი აქვთ. პალესტინელებს აქვთ უფლება, საკუთარ მიწაზე იცხოვრონ უსაფრთხოდ, მშვიდად და ღირსეულად. ეს არის ის, რისთვისაც ვმოქმედებთ და რის მისაღწევადაც ვიმუშავებთ“, – ამბობს ფაისალ ბინ ფარჰანსი.