ახლო აღმოსავლეთის რეგიონული საკითხებზე, ასევე ტერორიზმსა და ექსტრემიზმზე ისაუბრებენ ლონდონში, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც, სალმანის ვიზიტის ფარგლებში.
პრინცი სალმანი სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შეხვდება, შემდეგ კი მიღება ბრიტანეთის დედოფალთან გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იგეგმება.
დემონსტრანტები იემენის კონფლიქტში საუდის არაბეთის მონაწილეობას გააპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერი, ჯერემი კორბინი ამბობს, რომ ბრიტანეთმა საუდის არაბეთს იარაღი აღარ უნდა მიყიდოს, მაშინ როდესაც ელ-რიადი იემენში დაბომბვებს აგრძელებს. საუდის არაბეთში პრინცი სალმანი არაერთი სოციალური რეფორმის ავტორია, თუმცა უფლებადამცველების ნაწილი ამბობს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი იემენის კონფლიქტის „მთავარი არქიტექტორია“. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია სამხედრო ოპერაციას აჯანყებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ ატარებს. იემენის კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ნახევარზე მეტი კი მშვიდობიანი მოქალაქეა.