საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორ ნავთობტანკერზე „საბოტაჟური თავდასხმის“ შესახებ განაცხადა
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორ ნავთობტანკერზე „საბოტაჟური თავდასხმის“ შესახებ განაცხადა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თავდასხმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან მოხდა.
ხალიდ ალ-ფალიჰის თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ზღვაში ნავთობი არ ჩაღვრილა, თუმცა გემების კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ხომალდი ნავთობის ჩასატვირთად მიემართებოდა, რომელიც შემდეგ აშშ-ში, სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკოს“ შემკვეთებისთვის უნდა მიეწოდებინა.
12 მაისს, ოთხ კომერციულ ხომალდზე „საბოტაჟური ოპერაციის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.