საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორ ნავთობტანკერზე „საბოტაჟური თავდასხმის“ შესახებ განაცხადა

09:33, 13.05.2019

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ორ ნავთობტანკერზესაბოტაჟური თავდასხმის“ შესახებ განაცხადა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თავდასხმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან მოხდა.

ხალიდ ალ-ფალიჰის თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ზღვაში ნავთობი არ ჩაღვრილა, თუმცა გემების კონსტრუქცია მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ხომალდი ნავთობის ჩასატვირთად მიემართებოდა, რომელიც შემდეგ აშშ-ში, სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკოს“ შემკვეთებისთვის უნდა მიეწოდებინა.

12 მაისს, ოთხ კომერციულ ხომალდზე „საბოტაჟური ოპერაციის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

მსგავსი