საუდის არაბეთი ტურისტული ვიზების გაცემის განახლებას 2021 წლის დასაწყისიდან გეგმავს
საუდის არაბეთი ტურისტული ვიზების გაცემის განახლებას 2021 წლის დასაწყისიდან გეგმავს

საუდის არაბეთი ტურისტული ვიზების გაცემის განახლებას 2021 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამეფოს ტურიზმის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთმა 25 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზები გაცემა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების ფარგლებში თებერვლის ბოლოს შეაჩერა, მარტში კი, ქვეყანაში შესვლა და გასვლა საერთოდ აკრძალა.

„რაც შეეხება ტურისტულ ვიზას, ამ ეტაპისთვის ჩვენ განვიხილავთ მომავალი წლის დასაწყისს. თუ ვითარება უკეთესი იქნება ან ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური განვითარება მოხდება, შესაძლოა, ეს პროცესი დავაჩქაროთ და უფრო ადრე განვაახლოთ“,  -განაცხადა „როიტერთან“ ინტერვიუში ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ-ხათიბმა.

საუდის არაბეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 332 790 შემთხვევა, გარდაიცვალა 4 655 ინფიცირებული.