სატვირთო ავტომანქანის ერთ-ერთ მძღოლს კორონავირუსი რუსთავის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა
მამაკაცს, რომელიც რუსთავის ცხელების ცენტრში ორი დღის წინ მოათავსეს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა.
მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია და რუსთავის ცხელების ზონაში გეგმურ ტესტირებაზე იმყოფებოდა.
მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 926 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 791 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ორივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომობილების მძღოლია.