სატელეფონო ფარულ მიყურადებაზე 2018 წელს 927 ნებართვა გაიცა
სატელეფონო ფარულ მიყურადებაზე 2018 წელს 927 ნებართვა გაიცა

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2018 წლის განმავლობაში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა 1059 შუამდგომლობით მიმართეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლომ სატელეფონო მოსმენაზე ნებართვა 1059-დან 927 შემთხვევაში გასცეს. ყველაზე მეტი შუამდგომლობა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებაზე თბილისის (658), ქუთაისის (92) და რუსთავის (65) სასამართლოებში შევიდა.

რაც შეეხება დანაშაულის კატეგორიას, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ძირითადად გამოძიებამ მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ქურდული სამყაროს წევრობას, ან კანონიერ ქურდობას გულისხმობს. ამ მიმართულებით, გამოძიებამ სატელეფონო ფარული მოსმენის შესახებ, სასამართლოსგან 184 ნებართვა მიიღო.

ლიდერობს დანაშაულის შემდეგი კატეგორიებიცსსსკ-ის 180 მუხლი – თაღლითობა და 338-ე მუხლი – ქრთამის აღება, რომლებზე გამოძიების ფარგლებშიც საგამოძიებო ორგანოები სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.